გიორგი ვაშაძე ხელისუფლებასთან შეხვედრაზე - ყინულმა დაიწყო დნობა

ყინულმა დაიწყო დნობა, მაგრამ ნდობა საზოგადოების მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც „ქართული ოცნების“ მიმართ ნულოვანია, რომელიც როგორც წესი ტყუილებით გამოირჩევა ხოლმე, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

გიორგი ვაშაძის თქმით, ნათელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა და „მათი ხელისუფლებიდან გაცილების პერიოდი მოდის“.

„შეხვედრის მეორე რაუნდი ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობისა და საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის და წნეხისთვის. მოვუსმენთ „ქართულ ოცნებას“, რომელთაც უნდა ეფიქრათ იმ მოდელთან დაკავშირებით, რაც ჩვენ შევთავაზეთ. გერმანული მოდელი ქართული მოდიფიკაციით არის დღის წესრიგში და შესაბამისად, ამის მიხედვით იქნება რეაგირება. პირდაპირ ვამბობ, ყინულმა დაიწყო დნობა, მაგრამ ნდობა საზოგადოების მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც „ქართული ოცნების“ მიმართ ნულოვანია, რომელიც როგორც წესი, ტყუილებით გამოირჩევა ხოლმე. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ის რაც საზოგადოებას უნდა იქცეს რეალურ კანონპროექტად, საქართველოში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და არა ის არჩევნები, რომელშიც ხელისუფლებას მიიტაცებს ვინმე კონკრეტული ადამიანი“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, უსუსტესია ხელისუფლება ,რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით საჯარო მოხელეების იძულებას და შეკრებას ახდენს.

„დღესავით ნათელია რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა და მიდის ხელისუფლებიდან მათი გაცილების პერიოდი, ყველაზე მეტად სწორედ საჯარო მოხელეებს ამოუვიდათ ყელში ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს ქვეყანაში. სამოქალაქო დაპირისპირება ქართული ოცნების გამო ქვეყანაში არ მოხდება, რაც არ უნდა ძალადობა გამოიყენონ, ჩვენ ძალადობას მშვიდობით ვპასუხობთ და ამაშია ჩვენი ძალა, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო