არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარების განცხადებებზე - ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ევროპარლამენტარებს აქვთ, არის მიღებული, როგორც ჩვენი მეგობრების პოზიცია

ნებისმიერი პოზიცია, რომელიც აქვთ ევროპარლამენტარებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს არის მიღებული, როგორც ჩვენი მეგობრების პოზიცია,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მიმდინარე პროცესებზე ევროპარლამენტარების კრიტიკულ მოსაზრებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საერთო განწყობა არის, რომ საქართველოს და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს „მთელი ევროპა გულშემატკივრობს“.

“დღეს მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. საქართველოსთვის ძალიან მნიშნველოვანია, რომ ევრონესტის შეხვედრა ტარდება თბილისში, რაც არის ევროპის და ევროსტრუქტურების მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. საერთო განწყობა არის ის, რომ ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს მიღწევებს გულშემატკივრობს მთელი ევროპა. ასევე მთელ ევროპას ჩვენ ვესაუბრეთ გამოწვევებზე, როგორიცაა ოკუპაცია, ექიმი გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხი. ნებისმიერი პოზიცია, რომელიც აქვთ ევროპარლამენტარებს, რომელიც აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს არის მიღებული, როგორც ჩვენი მეგობრების პოზიცია, მაგრამ ეს შეხვედრა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის ადგილზე გავუზიაროთ ობიექტური ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს და მივაწოდოთ არგუმენტები, რომელიც თითოეულ საკითხზე არის.“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო