ირაკლი კობახიძის განცხადებით, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ დაგეგმილ აქციას ოპოზიციის აქციებთან არავითარი კავშირი არ აქვს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ დაგეგმილ აქციას ოპოზიციის აქციებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, 14 დეკემებერს "ქართული ოცნების" აქტივისტების მიერ დაგეგმილი აქცია ხომ არ შეიძლება კონტრაქციად ჩაითვალოს, კობახიძემ განაცხადა - "არავითარ შემთხვევაში".

"ამ აქციას ბუნებრივია, არა აქვს იმის ანალოგიური დატვირთვა რა დატვირთვაც აქვს ოპოზიციის აქციებს. შესაბამისად, ამ აქციას კავშირი არ აქვს ოპოზიციის ორგანიზებულ აქციებთან. რაც შეეხება "ნაციონალებთან" დაკავშირებით საზოგადოების პოზიციას, ეს ყველასთვის ცნობილია", - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო