ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა სოციალური ქსელიდან წაშალა პოსტი, რომელშიც ის სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებდა

ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალური ქსელიდან წაშალა პოსტი, რომელშიც ის სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, რომ პოსტი ბექაურმა სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა. როგორც სპორტსმენი აცხადებდა, შემთხვევა 7 დეკემბერს, საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბექაურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უთხრა თავისი ვინაობის შესახებ, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს.

როგორც ბექაური ამბობს, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, ის სპორტდარბაზიდან მოდიოდა და პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა. ბექაურის თქმით, პოლიციელებმა პირველი შეურაცხყოფა მანქანაში ჩასმისთანავე მიაყენეს, ხოლო ცემა სადგურის მოედანზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

შსს კი ლაშა ბექაურს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს“, - აცხადებენ შსს-ში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კი ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტსმენ ლ.ბ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა