არჩილ თალაკვაძე - მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული სააარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს

მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული შერეული სააარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეს მოლაპარაკებებში.

„მოლაპარაკების შემდეგი თემა უკვე იქნება არსებული კონსიტუციური მოდელის,არსებული სისტემის ფარგლებში, მაჟორიტარული ნაწილის განხილვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ მაჟორიტარულ ნაწილთან დაკავშირებით იმისთვის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი. აქ მოვემზადებით ჩვენ და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მოვიტანთ ამაზეც არგუმენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებების თემა იცვლება და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული შერეული სააარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც მუშაობა ისედაც გვქონდა დაწყებული“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელები ესწრებოდნენ დასრულდა. შეხვედრა 18:00 საათიდან მიმდინარეობდა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს