მამუკა მდინარაძე - ოპოზიციასთან ვისაუბრეთ მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესზე, რა წესზე შევთანხმდებით და შევთანხმდებით თუ არა, შემდეგი შეხვედრების თემაა

სასაუბრო თემად გვქონდა მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესი, რა წესზე შევთანხმდებით ეს უკვე შემდეგი შეხვედრების თემაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მოლაპარაკების თემა დღევანდელ შეხვედრაზე შეიცვალა.

„დღეს პრაქტიკულად შეიცვალა მოლაპარაკების თემა, სასაუბრო თემად გვქონდა მაჟორიტარული სისტემის ქვეშ , მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესი. აქ კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს, ეს იქვე დავუდასტურეთ, როგორც აქ, ისე წინა შემთხვევაში. რა წესზე შევთანხმდებით და საერთოდ ამ მიმართულებით შევთანხმდებით თუ არა ეს კიდევ მეორე საკითხია და შემდეგი შეხვედრების თემაა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა