ირაკლი კობახიძე - ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გერმანული მოდელისგან, საუბარია ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი ოლქებით ჩანაცვლებაზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან დღევანდელ შეხვედრაზე ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი ოლქებით ჩანაცვლების თაობაზე ახალი იდეა გაჟღერდა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველ პარტიაში მსჯელობა გაიმართება.

“დღეს ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გერმანული მოდელისგან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ დაგვჭირდება გუნდში კონსულტაციების გავლა. საუბარია ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი ოლქებით ჩანაცვლებაზე. ეს არის ზოგადი არსი ამ ინიციატივის. ამას არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები”,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციასთან მომდევნო შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება, სადაც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხი განიხილება.

“საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განიხილება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხი. ჩვენს გუნდთან ერთად განვიხილავთ მიზანშეწონილობის საკითხს და ამის შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. შემდეგი შეხვედრა დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება”,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის