გრიგოლ ვაშაძე - არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, მოხდა დათანხმება

არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, მოხდა დათანხმება,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ მედიას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიმდინარეობდა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციას არ აქვს პრობლემა, რომ საარჩევნო სისტემა და პრინციპები კომპონენტების მიხედვით განიხილოს.

„არავითარი შეთანხმება არ მომხდარა. არავითარი შედეგი, რასაც თქვენ გულისხმობთ, პოზიტიური არ არის, მოხდა დათანხმება. როდესაც მხარეები, უკვე ორი რაუნდია ვერ თანხმდებიან ვერაფერზე საერთაშორისო შუამავლებმა ამოიღეს კომპონენტი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების ჩვენი დოკუმენტიდან და გვითხრეს, მოდით ეს კომპონენტი ცალ-ცალკე განვიხილოთ. ოპოზიციას პრობლემა არ აქვს კომპონენტ-კომპონენტ განიხილოს საარჩევნო სისტემა და საარჩვნო პრინციპები“,-განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება მოლოდინებთან დაკავშირებულ კითხვას, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მას უკეთესის იმედი არ აქვს.

„ ჩვენ პროფესიაში პირველი კურსიდან ასე გვასწავლიან: „მოემზადე უარესისთვის, იმედი გქონდეს უკეთესის“. უკეთესისი იმედიც არ მაქვს და ამიტომ, უარესის იმედი მაქვს და უარესისთვის ვემზადებით“,-განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა