მამუკა მდინარაძე - გერმანულ, მის მიმსგავსებულ, ან ე.წ ქართულ მოდელზე საუბარი აღარ ყოფილა, ვინ რა დათმო, როგორ დათმო და რაშია რეალურად საქმე, ადვილი გასაგებია ყველასთვის

დღეს გერმანულ,მის მიმსგავსებულ, ან ე.წ ქართულ მოდელზე საუბარი აღარ ყოფილა, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოქმედი საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარული მანდატების გადანაწილების წესს.

„დღს გერმანულ,მის მიმსგავსებულ, ან ე.წ ქართულ მოდელზე, რომელიც ჩვენი ოპონენტების თქმით, არის გერმანულთან მიახლოებული, საუბარი აღარ ყოფილა. საუბარი გაგრძელდა მოქმედი კონსიტუციის ფარგლებში მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით და შემდეგი შეხვედრაც შეეხება ამ თემას. ვინ რა დათმო, როგორ დათმო და რაშია რეალურად საქმე , ალბათ, ამ კომენტარიდან ადვილი გასაგებია ყველასთვის“,-განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა