გიგა ბოკერიას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებაა, რომ ხელისუფლება, რომელიც უარს ამბობდა ოპოზიციის შეთავაზების განხილვაზე, მათი წინადადების მრავალმანდატიან კომპონენტს განიხილავს

ველოდებით, მრავალმანდატიან ოლქებზე, ჩვენი შეთავაზების ნაწილზე მმართველი პარტიის პოზიციას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც მონაწილეობას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებდნენ.

გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მიღწევაა ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც უარს ამბობდნენ ოპოზიციის შეთავაზების განხილვაზე, ახლა სწორედ ოპოზიციის წინადადებას განიხილავენ.

„გერმანული მოდელი არის ჩვენი შეთავაზების საკვანძო კომპონენტი,ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინადადებით ჩვენ დავიწყეთ ჩვენი შეთავაზების კომპონენტ-კომპონენტ გავლა. ველოდებით, მრავალმანდატიან ოლქებზე, ჩვენი შეთავაზების ნაწილზე მმართველი პარტიის პოზიციას. მიღწევაა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც უარს იძახდნენ, ამბობდნენ, არც კი დავჯდებით და არაფერს განვიხილავთო, ახლა ვიხილავთ ჩვენი წინადადების ამ კომპონენტს-მრავალმანდატიან კომპონენტს. წარმატება იქნება,როცა შედეგს დავდებთ“,-განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, შედეგი არის პროპორციული საარჩევნო სისტემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა