ელიზაბეთ რუდი - განვიხილეთ, რომ პოზიტიური და კრიტიკული დიალოგის შენარჩუნებისთვის, თითოეულმა პიროვნებამ და პარტიამ, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის დაცვით

საერთაშორისო მონაწილეების წახალისებით მოსალოდნელია, რომ შემდეგი საუბარი შეეხება მაჟორიტარული ადგილების გადანაწილებას პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, პოზიტიური და კრიტიკული დიალოგის შენარჩუნებისთვის თითოეულმა პიროვნებამ და პოლიტიკურ პარტიამ, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს კანონის დაცვით უნდა გააკეთოს

„დღეს ჩატარდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელმაც ჩაიარა კონსტრუქციულ ატმოსფეროში და ჩვენ შევთანხმდით, რომ გაგრძელდება დიალოგი და კიდევ ერთხელ შევხვდებით, საერთაშორისო მონაწილეების წახალისებით მოსალოდნელია, რომ შემდეგი საუბარი შეეხება მაჟორიტარულო ადგილების გადანაწილებას პარლამენტში. ასევე, განვიხილეთ, რომ პოზიტიური და კრიტიკული დიალოგის შენარჩუნებისთვის, თითოეულმა პიროვნებამ და პოლიტიკურ პარტიამ, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის დაცვით, რათა შენარჩუნებული იყოს კონსტრუქციული ატმოსფერო,“ - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს