დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინი ყველაფერს დაკარგავს, თუ მტრულ დამოკიდებულებას განაახლებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფხენიანს დენუკლეარიზაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „ყველაფერს დაკარგავს“, თუ მტრულ დამოკიდებულებას განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანია და თუ მტრულად მოიქცა, დასაკარგი ბევრი აქვს, ფაქტობრივად ყველაფერი. მან ჩემთან ერთად სინგაპურში დენუკლეარიზაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი,“- წერს ტრამპი სიცოალურ ქსელ „ტვიტერში.“

შეგახსენებთ, გუშინ ჩრდილოთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა სოჰაეს სარაკეტო ბაზაზე „ძალიან მნიშვნელოვან“ გამოცდას წარმატებით ახორციელებდა. თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციაში არ აკონკრეტებენ, რა სახის ტესტი ტარდება. „ამ ტესტის შედეგები მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული პოზიციის ცვლილებაზე ,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინი ყველაფერს დაკარგავს, თუ მტრულ დამოკიდებულებას განაახლებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა