ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, სექტორული უნარების ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, სექტორული უნარების ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს აგრარულ სფეროში განათლების განვითარებას. აღნიშნულ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

აღნიშნულ ღონისძიებას სამთავრობო უწყების, დონორი ორგანიზაციების, კერძო ბიზნესისა და სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ორგანიზაციის დაფუძნების საჭიროება, სოფლის მეურნეობის სფეროში კადრების დეფიციტმა, აგარული პროფესიებისადმი ახალგაზრდების ნაკლებმა ინტერესმა და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

სექტორული უნარების ორგანიზაცია აგრარულ სექტორში ბიზნესს სხვადასხვა ქვესექტორებიდან გააერთიანებს.

ორგანიზაციის დაფუძნება „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ (WBL) პროექტის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება აგრარული პროფესიული განათლების დუალური მოდელი და კოოდრინაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია უწევს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების ამაღლებას და სოფლის მეურნეობის სექტორში შრომის ბაზარზე ორიენტირებულ სამუშაო ძალის განვითარებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს