სოზარ სუბარი - კოჰაბიტაცია შეცდომა არ იყო

კოჰაბიტაცია შეცდომა არ იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა კოჰაბიტაცია და უნდა დასრულდეს თუ არა ის, სუბარი აცხადებს, რომ კოჰაბიტაცია აბსოლუტურად არ ყოფილა შეცდომა, პირიქით, აუცილებელი იყო და ის დიდი ხანია დასრულებულია.

„კოჰაბიტაცია ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პირველი, საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელსაც ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი ვადა და მასთან თანამშრომლობა აუცილებელი იყო, რა დონეზეც შესაძლებელია სააკაშვილთან თანამშრომლობა და ამას ვახერხებდით. სააკაშვილის პრეზიდენტობის დამთავრების შემდეგ, პირველი კოჰაბიტაციის დამთავრებაზე განცხადება გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მან თქვა, რომ კოჰაბიტაცია მისი არჩევის დღეს დასრულდებოდა , მაგრამ კოჰაბიტაცია ამის შემდეგაც გაგრძელდა. თვითმმართველობის აბსოლუტური უმრავლესობა, მერები იყვნენ არჩეული, მათთან თანამშრომლობაც აუცილებელი იყო. მე ამ შინაარსს ვდებ კოჰაბიტაციაში და ეს იყო სწორი, როდესაც მათი ვადა დასრულდა, კოჰაბიტაციაც დასრულდა“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა