სოზარ სუბარი - პარლამენტის წევრი რომ ვიყო, „გერმანულ მოდელს“ ხმას არ მივცემდი

მე, სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი რომ ვიყო, „გერმანულ მოდელს“ ხმას არ მივცემდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება.

„საარჩევნო ბედი, საარჩევნო ყუთებთან წყდება. წავალთ სახლში, თუ ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს და მარტო შეიძლება ვიყოთ პარლამენტში, თუ ხალხი გადაწყვეტს, ესაა დემოკრატია. ის კი არაა დემოკრატია, 50 პარტია შეყარო პარლამენტში, ხალხი აძლევს თუ არა ხმას.

რეალურად, ასეთი სიტუაცია, რომ ერთპარტიული პარლამენტი მივიღოთ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხდება“, - აცხადებს სუბარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს