რომან კაკულია ვანო ზარდიაშვილს თანამდებობის გაცვლას სთავაზობს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უმრავლესობის ყოფილ წევრს, ვანო ზარდიაშვილს თანამდებობის გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ კაკულიამ ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილის ახალ სამსახურთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება ზარდიაშვილის ხელფასს, კაკულია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

"შევთავაზებ ხომ არ გამიცვლიდა თანამდებობას. მეტი რა ვქნა? ერთადერთი შეთავაზება მაქვს, გამიცვალოს თანამდებობა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი რამდენად სწორია მისი ანაზღაურება",- განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსში” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილის ხელფასი 14 ათასი ლარია.

შპს „ენერგოტრანსის“ 100%-იანი წილის მფლობელი “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა”.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, თავის მხრივ, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია, რომლის აქციების სრულ პაკეტს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი “საპარტნიორო ფონდი” ფლობს. ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს გადაცემული.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა