რომან კაკულია - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე იყო პოლიტიკური თემები, რაზეც ჩვენ გვქონდა ჩვენი შენიშვნები

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე იყო პოლიტიკური თემები, რაზეც ჩვენ გვქონდა ჩვენი შენიშვნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კაკულია ბიუროს დახურული ფორმატიდან გამომდინარე არ აკონკრეტებს თუ რა კონკრეტულ პოლიტიკურ თემებზე ჰქონდათ შენიშვნები და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით საუბარი პლენარული სესიის ფორმატში გაგრძელდება.

„დასრულდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელმაც შეაჯამა 4 კომიტეტის ფარგლებში მიღებული რეზოლუციები და მათთან მიმართებით გამოთქმული შენიშვნები. ასევე ორი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტები და ახლა ემზადება პლენარულისთვის, სადაც მოხდება საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღება, თუ რა ტიპის რეზოლუციებით გადაწყდება მუშაობა ევრონესტის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვნად აისახება საბოლოოდ ევრონესტის მუშაობაზე. მნიშვნელოვანი თემები იყო გაჟღერებული ეკონომიკაზე. იყო პოლიტიკური თემებიც“, - განაცხადა კაკულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა