დიმიტრი ცქიტიშვილი - პოზიტიური დღის წესრიგის მქონე პარტიებთან შესაძლოა, თანამშრომლობა დავუშვა - ვეცდები, 2020 წლის არჩევნების შემდეგაც პარლამენტში ვიყო

პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ უმრავლესობიდან გასული დეპუტატები ახალი ფრაქციის შექმნას საშემოდგომო სესიის განმავლობაში შეძლებენ.

როგორც ცქიტიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ფრაქციის შექმნის საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

„შესაძლებლობა რომ მქონდეს, დღესვე შევქმნიდი ფრაქციას, უბრალოდ მის შესაქმნელად საჭირო 6 ადამიანი ჯერ სრულად არ არის. მუდმივი კომუნიკაცია და კავშირი მაქვს, მათ შორის თამარ ჩუგოშვილთან და თამარ ხულორდავასთან. გვინდა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებიდან ისეთ ადამიანებთან ვიქონიოთ კავშირი, რომლებთანაც მეტი თანხვედრა გვაქვს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ფრაქციის შექმნა საშემოდგომო სესიის ფარგლებში მოესწრება.

რაც შეეხება შეკითხვას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელიმე პარტიაში მოიაზრებს თუ არა თავს, უმრავლესობის გასული დეპუტატი „პოზიტიური დღის წესრიგის“ მქონე პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ შეეცდება, მომავალი მოწვევის პარლამენტშიც მოხვდეს.

„სამომავლო გეგმები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ მაქვს. ჩემი გრძელვადიანი გეგმები „ქართულ ოცნებას“ უკავშირდებოდა და უკვე გაიყო ჩვენი გზები. ახალი პარტიის შექმნა ყველაზე ნაკლებად სასურველი იქნება, უკვე ისედაც ძალიან ბევრი პარტიაა. ახლა ჩემს თავს ვერც ერთში ვერ ვხედავ, თორემ ვიქნებოდი რომელიმეს წევრი. ისეთ პარტიებთან, რომლებსაც პოზიტიური დღის წესრიგი აქვს, შეიძლება თანამშრომლობა დავუშვა. ვეცდები, პოლიტიკური საქმიანობა გავაგრძელო და იმასაც ვეცდები, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც ვიყო პარლამენტში“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო