ანდრიუს კუბილიუსი - მონო-უმრავლესობის, სუპერ-უმრავლესობის ჩამოყალიბების დროს, ცდუნებაა, რომ მისი გამოყენება მოხდება არადემოკრატიული მიზნებისთვის

როგორც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ვხედავთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არის გარკვეული ფენომენი, რომლსაც შეგვიძლია ვუწოდოთ მონო-უმრავლესობის, სუპერ-უმრავლესობის ჩამოყალიბების მცდელობა. ასეთი უმრავლესობით არის ცდუნება, რომ მისი გამოყენება მოხდება არადემოკრატიული მიზნებისთვის, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასაბლეის თანაპრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განუცხადა.

ანდრიუს კუბილიუსის თქმით, პროპორციული სისტემა, მეტად დააბალანსებს არჩევნების შედეგებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„მეტი პროპორციულობა მეტ ბალანსს მოიტანს შემდეგი არჩევნების შედეგებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხედავთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არის გარკვეული ფენომენი მონო-უმრავლესობის, სუპერ-უმრავლესობის შექმნის. ერთი მხრივ, ეს ეხმარება გარკვეული რეფორმების გატარებას, თუმცა მეორე მხრივ, ამგვარი უმრავლესობის დროს, არის ცდუნება, რომ მისი გამოყენება მოხდეს არადემოკრატიული მიზნებისთვის“,-განაცხადა კუბილიუსმა.

მისივე თქმით, ევრონესტის სესიაზე კომიტეტების მოხსენებებს განიხილავენ, რომელთაგან ერთ-ერთი დემოკრატიულ მმართველობას მიეძღვნება, რაც „საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესია - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მიმდინარეობს, რომელიც 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს