გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ  ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ, „ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი არის“

ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შეფასებისას განაცხადა. მისი განმარტებით, იმ მოდელის თანახმად, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, კონსტიტუცია ძალაშია და მაჟორიტარების ინტერესები დაცულია.

„მთავარია, რომ კონსენსუსი შედგეს და ჩვენ წინ წავიწიოთ. ეს არის გამოსავალი. ჩვენ ამ კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ, იმიტომ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში თუ ხელისუფლება იმოქმედებს ხელების გადაგრეხვის პრინციპით, ლეგიტიმურობას დაკარგავს არჩევნები, ჩვენ ვიქნებით მუდმივი არასტაბილურობის ვითარებაში არჩევნებამდე და არჩევნებს ექნება ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის შეთავაზებული მოდელით, მაჟორიტარების ინტერესებიც არის დაცული, იმიტომ რომ, პირველ რიგში, პრიორიტეტი ენიჭებათ მაჟორიტარებს და ისინი გადიან ყველა შემთხვევაში და პროპორციულით ხდება, ფაქტობრივად, პარლამენტის შევსება მაჟორიტარული მოცემულობიდან გამომდინარე.

„ასე რომ, კონსტიტუცია ძალაშია, მაჟორიტარების ინტერესები დაცულია. ერთადერთი, რამაც შეიძლება, ეს პროცესი შეაჩეროს არის ხელისუფლების შიში ძალაუფლების დაკარგვის იმიტომ, რომ თავისი კონკურენტულობით ეს მოდელი საკმაოდ ახლოს არის პროპორციულთან“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მან ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა, რომლის თქმითაც, შეხვედრაზე ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება „გერმანული მოდელისგან“. ხუხაშვილის შეფასებით, კობახიძე ცდილობს აქცენტები შეცვალოს და ისე წარმოაჩინოს, თითქოს აქამდე სხვა მოდელზე იყო საუბარი.

„სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძე თავის ჩვეულ ამპლუაშია, მან იმდენი იძახა ანტიკონსტიტუციურია ეს ყველაფერიო, რომ ახლა ცდილობს გამოძვრეს სიტუაციიდან ისე, რომ სახე შეინარჩუნოს. ცდილობს, რომ აქცენტები შეცვალოს და თითქოს სხვა რამეზე იყო საუბარი. სინამდვილეში, ეს მრავალმანდატიანი მოდელები სოციალურ ქსელში, დაახლოებით, 2-3 კვირაა, ღია სივრცეში დევს. დიდი ხანია არის ეს შეთავაზება მრავალმადატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით და ირაკლი კობახიძის ე.წ გაკვირვება გაკვირვებას აღარ იწვევს, იმიტომ, რომ ის ცნობილია ამ ტიპის საკმაოდ უტიფარი და გაუგებარი კომენტარებით.

იმდენი კომენტარი გაკეთდა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს ყველაფერი შეესაბამება კონსტიტუციას, რომ კობახიძეს დასჭირდა გარკვეული მანევრი თან ისე, რომ სახეც შეენარჩუნებინა და გაოცებული სახე, რომ ეს თურმე სულ სხვა რამეა და ეს შეესაბამება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა