სერგეი ლავროვი მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა, დონალდ ტრამპს შეხვდეს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის რობერტ ო’ბრიენის ინფორმაციით, ადმინისტრაცია მუშაობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრაზე.

„მოითმინეთ და ნახავთ. ჩემი აზრით, ამის შესაძლებლობა არის. ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ“, -განუცხადა ო’ბრეინმა CBS News-ს.

მისი თქმით, ეს ურთიერთპატივისცემაა, რადგან რუსეთში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა.

„როდესაც პომპეო ჩავიდა რუსეთში, პუტინი მას შეხვდა. ასე, რომ ვფიქრობ, ეს უბრალოდ ურთიერთპატივისცემაა“, - განაცხადა ო’ბრიენმა.

როგორც მედიით გახდა ცნობილი, ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი უმასპინძლებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე „რეგიონული და ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილება“.

ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარი თემები სირიისა და უკრაინის საკითხები იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო