გიგი უგულავა - დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს რუსული კულტურის ცენტრი არ სჭირდება - ეს არის ჯაშუშური ცენტრი და მისი ადგილი საქართველოში არაა

რუსული კულტურის ცენტრის აშენება უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, ჯერ კიდევ ფილანტროპს. მაშინ შევძელით ამ ჯაშუშური ცენტრის თავიდან აცილება, მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილმა იტრიალა, იტრიალა და რაღაც ფორმით ისევ მოძებნა გზები ამ ცენტრის გასახსნელად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა, სადაც რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ.

უგულავას თქმით, რუსული კულტურის ცენტრები სხვადასხვა ქვეყანაში ძირითადად ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა და მისი ადგილი საქართველოში არ არის.

„ძალიან საინტერესო რამ შემიძლია გითხრათ, იყო ალბათ 2010 წელი, ან 2011 წლის დასაწყისი, მე ვიყავი მაშინ თბილისის მერი, ჯერ კიდევ ფილანტროპი იყო ბიძინა ივანიშვილი. მას აქვს მიწა მშრალ ხიდთან. მაშინ შემოვიდა წინადადებით, რომ მანდ უნდოდა რუსული ცენტრის აშენება. მაშინ ეს იდეა ჩვენ დავიწუნეთ კონცეპტუალურადაც, რადგან თანამედროვე სამყაროში არანაირი კულტურის ცენტრები არ შენდება. დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს კულტურის ცენტრი არ სჭირდება. რუსეთის კულტურის ცენტრები, როგორც წესი, ჯაშუშურ საქმიანობას ეწვიან, სხვა საქმიანობების გარდა. აქ აღსანიშნავია ის, რომ ამის აშენება საკუთარი ხარჯით, საკუთარ მიწაზე უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ, ჯერ კიდევ არაპოლიტიკოსს, მეცენატსა და ფილანტროპს. ეს იყო შეუსაბამო იმ ადგილისთვის არქიტექტურულადაც და კონსცეპტუალურადაც. მაშინ შევძელით ამ ჯაშუშური ცენტრის თავიდან აცილება. მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილმა იტრიალა, იტრიალა და რაღაც ფორმით ისევ მოძებნა გზები ამ ცენტრის გასახსნელად. ეს არის ჯაშუშური ცენტრი და მისი ადგილი საქართველოში არაა“,- განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა