გიორგი კანდელაკი - ევროპარლამენტარებში ერთმნიშვნელოვანი განწყობაა, რომ ქვეყანა იმყოფება კრიზისში

ევროპარლამენტარებში ერთმნიშვნელოვანი განწყობაა, რომ ქვეყანა იმყოფება კრიზისში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განუცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთ რეზოლუციაში ჩაიწერება კიდეც, რომ უნდა შედგეს კონსენსუსი და „ქართული ოცნება" წავიდეს დათმობაზე.

„არავინ არ ბრიყვდება ზღაპრებით, რომ თითქოს რაღაც მაჟორიტარების აჯანყებას ჰქონდა ადგილი. ევროპარლამენტარები ერთ-ერთ რეზოლუციაში ისაუბრებენ ვაჟა გაფრინდაშვილზეც, იქნება კუბილიუსის დიდი ხნის ინიციატივა, რომელსაც იგი ბრიუსელში ლობირებას უწევს, ე.წ.ტრიო სტატეგიისა, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მიიღონ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მე როგორც ვიცი, 20 ივნისს დაკავებულებზეც იქნება ნათქვამი რეზოლუციებში“, - განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, იმ სიაში, რომელიც მან ევრონესტის თანათავმჯდომარეს გადაუგზავნა, მათ შორის არიან „გავრილოვის პატიმრებიც".

„ასევე, ამ სიაში არის ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ თვეების განმავლობაში დააპატიმრეს. ქრესტომათიული შემთხვევაა, როცა ლობიოს მარცვლების აყრის გამო აპატიმრებ ადამიანს და ძალადობისთვის, ცხვირ-პირის მტვრევისთვის არავინ მიდის ციხეში. ეს არის შეშფოთების საგანი ევროპარლამენტარების მხრიდან. ასე ცივილიზებული ქვეყნები არ იქცევიან, ასე იქცევიან ველურები. თუ არ გაითვალისწინებენ მათ რეზოლუციებს, მით უარესი მათთვის“, - განაცხადა კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა