არჩილ თალაკვაძე - დიდი პრობლემაა, როცა ვინმე იღებს გადაწყვეტილებას, ძალადობრივი შეტევა განახორციელოს პარლამენტზე, ამას არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის არის პრობლემა და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როცა ვინმე იღებს გადაწყვეტილებას ძალადობრივი შეტევა განახორციელოს პარლამენტზე. ამას არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ არის განაჩენი მმართველი გუნდისთვის, რომ ოპოზიცია ქვეყანაში 85 პოლიტპატიმრის შესახებ საუბრობს, რომელთა სიაც ევროპარლამენტარებს მიეწოდათ.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, ადამიანების დაკავებასა და გათავისუფლებაზე საქართველოში გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები არ იღებენ.

"ჩემთვისაც ცნობილია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ოპოზიციის ნაწილმა მიაწოდა ასეთი სია ასამბლეის წევრებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს პარლამენტში და ევრონესტის ასამბლეაში მუშაობენ პოლიტიკოსები. მათი ნაწილი არის სხვადასახვა პოლიტიკური პარტიის პარტნიორი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ვინ შეძლებს თავისი ინფორმაციის მიწოდებას უფრო სწრაფად, უფრო დამაჯერებლად. რეალურად ამ პროცესში ვართ. ადამიანების დაკავებასა და გათავისუფლებაზე საქართველოში გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები არ იღებენ, იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები, თუ ვინ რა შემთხვევაში დაარღვია კანონი ან არ დაარღვია. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და გამოძიებას ატარებს პროკურატურა. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის არის პრობლემა და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როცა ვინმე იღებს გადაწყვეტილებას ძალადობრივი შეტევა განახორციელოს პარლამენტზე. ამას არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა