"ბილტმორის" წინ, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს, "შეცვალეს" წევრებმა საარჩევნო ყუთი მიიტანეს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული

სასტუმრო "ბილტმორის" წინ, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს, მოძრაობა "შეცვალე" აქცია-პერფორმანსს მართავს. მათ ადგილზე მიიტანეს სპეციალური საარჩევნო ყუთი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.

"ჩვენ აქ მოვედით დიპლომატებს რომ გავაგონოთ, რომ ჩვენ გვყავს გადამგდები ხელისუფლება. სწორედ ამიტომ მოვიტანეთ საარჩევნო ყუთი, რომელზეც გამოსახულია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იძებნება და არის არჩევნების ქურდი. ასევე, გამოსახულია ხმის მიცემის პროცედურა. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორ დიპლომატებს, რომ მოახდინონ ზეწოლა და ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს დაპირება, მოგვცეს პროპორციული არჩევნები,"- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "შეცვალეს" წევრმა ნიკა ფარულავამ.

აქცია- პერფორმანსის მიმდინარეობისას, საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად მივიდა უმრავლესოის დეპუტატი სოფო კილაძე. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის პროპორციული არჩევნების მომხრეა.

იხილეთ ვიდეო: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პარალელურად მოძრაობა შეცვალეს წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა