დავით უსუფაშვილი 20 ივნისის აქციაზე - ნურავის უკვირს, თუ საერთაშორისო წრეებს ექნებათ შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ხალხს აბრალდებს იმ დანაშაულს, რის ნიშანწყალიც არ მოიძებნება

„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს 20 ივნისის შემდეგ დაკავებულების საქმეზე განმარტება არ გაუკეთებიათ, გასაკვირი არაა, რომ საერთაშორისო წრეებმა ეს საკითხი პოლიტიზირებულად შეაფასონ.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, 20 ივნისის აქციებზე კანონდარღვევას დემონსტრანტებზე მეტად სახელისუფლებო პირებისა და სამართალდამცველების მხრიდან ჰქონდა ადგილი.

„მე ამ თემაზე 20 ივნისსვე მქონდა ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ დემონსტრანტების მხრიდან თუ იყო რამე კანონდარღვევა, კანონდარღვევა იყო გაცილებით მეტი და მაღალი სახალისუფლებო პირებისა და პოლიციის მხრიდან.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ანუ შეიარაღებული თუ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელიც ხელისუფლებამ გამოიტანა წინა პლანზე, როგორც აღკვეთილი დანაშაული, აგერ უკვე ხუთი თვეა და ხუთი სიტყვა არ უთქვამს ხელისუფლებას, თუ რაშია საქმე, ამიტომ ნურავის ნუ უკვირს, თუ საერთაშორისო წრეებს ექნებათ ეს შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ხალხს აბრალდებს იმ ტიპის დანაშაულს, რომლის ნიშანწყალიც არ მოიძებნება და რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივი აქვს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა