„ევროპაბეთი“ გარე რეკლამაზე უარს ამბობს, ტელევიზიაში, რადიოსა და ონლაინ რეკლამებზე კი შეზღუდვებს აწესებს

„ევროპაბეთი“ გარე რეკლამაზე უარს ამბობს, ტელევიზიაში, რადიოსა და ონლაინ რეკლამებზე კი შეზღუდვებს აწესებს.

აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, დაზოგილი თანხები „საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება“.

„2019 წლიდან “ევროპაბეთი”, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. კერძოდ: კომპანია სრულად უარს ამბობს გარე რეკლამაზე; საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში; ინტერნეტრეკლამაში კი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა.

საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. კერძოდ: პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა, სპორტის განვითარება, ონლაინ მედიის განვითარება, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები, ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება ქვეყანაში წლებია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, ლევან გოგიჩაიშვილისა და სხვა დეპუტატების მიერ მომზადებულ წინა კანონპროექტს მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ხოლო ფინანსთა სამინისტროს პროექტი სათამაშო ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებით, პარლამენტშია წარდგენილი უკვე ორი წელია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, ცოტა ხნის წინ პარლამენტში დეპუტატების ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაარეგისტრირა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, 2016 წლის თებერვლიდან გადაწყვიტა სათამაშო ბიზნესიდან შემოსული მნიშვნელოვანი სარეკლამო შემოსავლის მიუხედავად, აეკრძალა საკუთარ მედიასაშუალებებში აზარტული თამაშების რეკლამა. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც განაცხადა, რომ 2020 წლიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს