შოთა დიღმელაშვილი - 11- ში განვაახლებთ პარლამენტის პიკეტირებას

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ჩანიშნულ აქციას, კონტრაქციას არ მოუწყობენ, თუმცა თუ 14 დეკემბერს, პარლამენტი უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს დაამტკიცებს, აქცია პარლამენტთან მათი ორგანიზებითაც გაიმართება.

„11- ში განვაახლებთ პარლამენტის პიკეტირებას. კომიტეტის სხდომებია ჩანიშნული, ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობას. მერე ჩინიშნება პლენარული. ხმის მიცემა, ვვარაუდობთ, რომ 14 დეკემბრამდე მოხდება, რადგან 14-ში „ქართულ ოცნებას" უნდა აღნიშნოს, რომ ასო ბგერა F -ის მერე ასო ბგრა G მოდის და ეს საკუთარ წარმატებად გაასაღოს. დიდ სახალხო ზეიმს აწყობენ და ალბათ, ეს სახალხო ზეიმი იმის ჩასაცემენტებლად დასჭირდებათ, რომ აი, მოსამართლეები დანიშნეს წინა დღეს და პომპეზური ღონისძიება მოეწყო. დაველოდებით პლენარულის დანიშვნას. 14-ში კონტრაქციის მოწყობას არ ვაპირებთ, კონტრაქციების ენით საუბრობს ხელისუფლება, მაგრამ თუ პლენარული ჩანიშნეს 14-ში, მოსამართლეებზე აუცილებლად გამოვალთ. რაც შეეხება ევროსაბჭოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს",-განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო