სერგი კაპანაძე - გუშინდელმა შეხვედრამ გააჩინა შანსი, რომ ივანიშვილი კომპრომისზე წამოვიდეს - ივანიშვილის სიტყვას ბოლომდე ვერ ენდობი, ვიდრე არ გაფორმდება

“გუშინდელმა შეხვედრამ გააჩინა შანსი, რომ მთავრობა და ამ შემთხვევაში ივანიშვილი, წამოვიდეს კომპრომისზე, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვარიანტის სახით”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, ერთი მხრივ, გააგრძელონ მოლაპარაკებებში მონაწილეობა კონსტრუქციულად და მეორე მხრივ, ამ კვირაში გაიმართოს პიკეტირება, მწვავე საპროსტესტო აქცია და მათ შორის, ერთი დიდი აქცია.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა გვქონდეს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროპორციულად იყოს წარმოდგენილი მიღებული ხმების და პროცენტის შესაბამისად დეპუტატები პარლამენტში, ეს არის ჩვენი შეთავაზების მთავარი ამოსავალი წერტილი. ამის მიღწევის სხვადასხვა გზები არსებობს, ჩვენი შეთავაზება იყო გერმანული მოდელი და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები და როგორც გუშინ ვნახეთ, ჩვენი პარტნიორების შეფასების შედეგადაც და ასევე, იქ მყოფი ჩვენი დელეგატების შეფასების შედეგად, გაჩნდა შანსი, რომ ამ მიმართულებით დაიძრას ხელისუფლება. მთლიანად მათი გადასაწყვეტი იქნება, ისინი ამაში გააგრძელებენ კონსტიტუციურ მონაწილეობას და წამოვლენ საღი აზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე კომპრომისზე, თუ -არა. თუ არ გადაწყვეტენ, მაშინ ეს პოლიტიკური პროცესი უფრო გამწვავდება და იქნება უარესი. ჩვენი გეგმები ამ მხრივ არ შეცვლილა, მაგრამ პარალელურად მზად ვართ, ვესაუბროთ ხელისუფლებას. ჯერ არაფერი არ დაკმაყოფილებულა, არანაირი თანხმობა ჩვენს შეთავაზებაზე არ გვაქვს. გუშინ უბრალოდ გამოითქვა დისკუსიის გაგრძელების მზაობა. მე ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე შეთანხმება შედგა, უბრალოდ, ისინი დაიძრნენ ამ მიმართულებით და გამოჩნდა, რომ შეიძლება მათი მხრიდან იყოს დათმობა. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილის სიტყვას ბოლომდე ვერ ენდობი, სანამ არ გაფორმდება”,- განაცხადა კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა