ირაკლი ლექვინაძე - გვესმის, რომ ანა დოლიძეს აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი - კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს კანონის ჩარჩოში და იქნება გამჭვირვალე

გვესმის, რომ ანა დოლიძეს აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს კანონის ჩარჩოში და იქნება გამჭვირვალე მოსახლეობის ინფორმირებაში, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ „ინტერპრესნიუსს" იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მოწოდების საპასუხოდ განუცხადა, რომ სააგენტომ სიღრმისეულად შეისწავლოს ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობა და ამ მოთხოვნას პასუხი ერთ თვეში გასცეს.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ფარმაციის ბაზრის მონიტორინგის ორწლიანი გეგმა არსებობს, რომლის მიმდინარეობის შუალედური შედეგების პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. მისივე თქმით, ზოგადად, მონიტორინგის პროცესს შეზღუდული ვადები არ აქვს.

„მონიტორინგის პროცესი ვადებში შეზღუდული არაა და გულისხმობს პირველადი ინფორმაციის მიღებას და გადამუშავებას. ამის შემდგომი ეტაპია უკვე მოკვლევის დაწყება თუ შესაბამისი საჭიროება გამოიკვეთება, რომელსაც შესაბამისი ვადები გააჩნია.

ხვალ გვექნება პრეზენტაცია, რომელიც ეხება ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედურ შედეგებს. ასევე იქნება ახალი იდეის, პორტალის პრეზენტაცია, რომელიც ფარმაციის სექტორში ფასების პორტალის შექმნას გულისხმობს, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება კომფორტულად მიიღოს ინფორმაცია ქსელში არსებული ფასების შესახებ. ესაა იდეა, რომელსაც დონორებს წარვუდგენთ", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა