სერგი კაპანაძე - ევროპარლამენტარები თამამად საუბრობენ პოლიტპატიმრებზე და მზად არიან, ესაუბრონ ხელისუფლებას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი გონს უნდა მოეგონ

„ის, რომ ევროპარლამენტარები თამამად საუბრობენ პოლიტპატიმრებზე და მზად არიან, რომ ესაუბრონ ამ საკითხზე ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი გონს უნდა მოეგონ და ეს კრიზისი განმუხტონ რაც შეიძლება მალე”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი პოლიტპატიმრების გაზრდით კი არ განიმუხტება, პირიქით, კიდევ უფრო გამწვავდება.

“სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები შეთითხნა და ბევრი ადამიანი ჩასვა ციხეში. ეს თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში, მაგრამ წელს, განსაკუთრებით გაიზარდა რაოდენობა “გავრილოვის ღამის” შემდეგ. ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დაიწყო საქმეები. ჩვენ ვნახეთ, როგორ იქნა დაკავებული ოქრუაშვილი, აბსოლუტურად გამოგონილი, უაზრო ბრალდებით. ოქრუაშვილი ჩემი პოლიტიკური თანაგუნდელი არ არის, მაგრამ ის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ შეითითხნა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ვნახეთ, როგორი იყო ზეწოლა სხვა დაკავებულებზე იმ მიზნით, რომ მათ მიეცათ ჩვენებები ოქრუაშვილის, მელიას და სხვების წინააღმდეგ და ასევე, ვნახეთ ადამიანები, რომლებიც დააკავეს უბრალოდ მშვიდობიანი პროტესტის გამო, გამოხატვის თავისუფლების გამო და ისინი იხდიან დღემდე სასჯელს. ზოგი მცირე ვადითაა, ზოგი - დიდი ვადით. ამიტომ, ეს არის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის გაზრდით და პოლიტიკური დევნით მიაღწიოს თავის მიზანს, ოღონდ ეს ყელაფერი იქნება აუცილებლად წარუმატებელი”,- განაცხადა კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს