ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე კონკრეტული ინიციატივა არ ყოფილა და „საქმე მხოლოდ სპეკულაციასთან გვაქვს“

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე კონკრეტული ინიციატივა არ ყოფილა და „საქმე მხოლოდ სპეკულაციასთან გვაქვს“.

„ამ საკითხში ჩახედული არ ვარ. მე მგონი, აქ მხოლოდ სპეკულაციებთან გვაქვს საქმე. არანაირი კონკრეტული ინიციატივა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. უბრალოდ, რაღაც გაჟღერდა. საიდან, ისიც გაუგებარია და მოჰყვა ამას სპეკულაციები“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა