პრეზიდენტმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს სთხოვა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიმართვას შეურთდნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს მიმართავს და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოწოდებაში დახმარებას სთხოვს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, არავის სჭირდება ესკალაცია, არც რეგიონში და არც ევროპაში.

„ერთი თვე გავიდა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. ექიმის საქმიანობა უნდა იყოს საზღვრებს გარეშე. უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზები რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად. მე ვერ დავასრულებ ამ სიტყვას, რომ არ გთხოვოთ ასამბლეას, შემოგვიერთდეთ ჩვენს მიმართვაში, რათა მოხდეს დაუყოვნებლივ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. იმედი მაქვს ყველა შეუერთდება ამ მიმართვას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა