სალომე ზურაბიშვილი - გაყოფილი და გახეთქილი საზოგადოება ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში, დიალოგი კი აუცილებელია

კიდევ 10 წელი არ უნდა ვიცადოთ, უნდა გამოვიყენოთ ინსტრუმენტები, რათა მივაღწიოთ საბოლო მიზანს, ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ.

„არ უნდა გავიმეოროთ, რომ კმაყოფილები ვართ მიღწეულით. ჩვენი მიზანია ახალი კონსტიტუციისთვის ახალი პირობები და ჩარჩო შევქმნათ. მე ამ კონსტიტუციის გარანტორი და დამცველი ვარ. სხვა ალტერნატივა არ აქვს არც ხელისუფლებას და არც მოქალაქეებს. იმედი მაქვს, რომ სკეპტიციზმისთვის ადგილი არ დარჩება მომავალში. მე არ მინდა ვთქვა, რომ არ არის სირთულეები, არის სირთულეები ევროკავშირთან დაკავშირებით. არის როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. კრიზისების დროს ევროკავშირსაც აქვს სირთულეები. ჩვენ ვიზიარებთ ამ სირთულეებს, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის საერთოა. საქართველო აქ არ არის გამონაკლისი. არის საზოგადოების პოლარიზაცია და მოწადინებული ვარ ძალიან, რომ ეს პოლარიზაცია დავძლიოთ და გადავლახოთ. ვერც ერთი საზოგადობა, რომელიც პოლარიზებულია, ვერ გამონახავს რესურსებს. ვერც ერთი საზოგადოება, რომელიც სრულიად გაყოფილია ვერ შეძლებს, რომ დაძლიოს საარსებო პრობლემები. გაყოფილი და გახეთქილი საზოგადება ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში. დიალოგი კი აუცილებელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი და ჩვენ ვგრძნობთ თავს დიდი ოჯახის წევრად.

"ჩვენ გვაქვს სრული პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ დემოკრატიას მშვიდობასა და სტაბილურობას მივაღწიოთ, ეს ძალისხევა უნდა გაძლიერდეს. უნდა გაძლიერდეს, იმისთვის რომ მივაღწიოთ უფრო ნათელ მომავალს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა