რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა, მათ შორის 2020 წლის ოლიმპიადასა და 2022 წლის მსოფლიოს თასზე

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსეთს 4 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მსხვილ სპორტულ ღონისძიებებზე იკრძალება რუსეთის სახელმწიფო დროშის აღმართვა და სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერება.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსულ მედიასთან რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი იური განუსი ადასტურებს.

მისი თქმით, მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

დოპინგური სკანდალი რუსეთის გარშემო რამდენიმე წელია გრძელდება. სამხრეთ კორეაში გამართულ ოლიმპიადაზე, რუსეთის ნაკრებმა ვერ შეძლო თამაშებში მონაწილეობა მიეღო სწორად დოპინგთან დაკავშირებული საკითხების გამო.

იხილეთ ვიდეო: რუსეთს ოთხი წლით საერთშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა აეკრძალა

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს