ფინანსთა მინისტრი - ლევან სურგულაძემ ალბათ ჩათვალა, რომ მისი ძირითადი მისია შესრულებულია

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ აბსოლუტურად ბუნებრივად ეჩვენება, რომ „საპენსიო სააგენტოს" დირექტორი, ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. მინისტრის თქმით, ლევან სურგულაძემ საკმაოდ დიდი შრომა გაწია და დღეს საპენსიო სააგენტო გამართული ორგანიზაციაა.

„ლევან სურგულაძემ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია. 1 წლის წინ პრაქტიკულად არ არსებობდა საპენსიო სააგენტო. მან მოკლე ვადებში შექმნა ეს ორგანიზაცია ნულიდან, შესაბამისად, დღეს ჩვენ გამართული „საპენსიო სააგენტო" გვაქვს. მან ალბათ ჩათვალა, რომ მისი ძირითადი მისია შესრულებულია. ახლა მნიშვნელოვანი და მეტი წონის მატარებელია საინვესტიციო საქმიანობა, რომელსაც საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს. მემგონი დღეს უკვე აქცენტი ამ მიმართულებით უნდა გადავიტანოთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა. მან შესაბამისი განცხადება დღეს „საპენსიო სააგენტოს“ სათაო ოფისში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო