სალომე ზურაბიშვილი - არ მესმის რატომ არის მხოლოდ მამალაძეზე ასეთი აქცენტი და მხოლოდ მასზე საუბარი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს შეწყალებულთა შორის იქნება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როცა გამოსცემს შეწყალების აქტს, იქ იქნება შეწყალებულთა სიაც.

„მამალაძეს აქ არ გეტყვით. შეწყალების აქტი როცა გამოიცემა, ყველა გაეცნობა ვინ არის შეწყალების აქტში. არასწორია სხვა ოჯახებისთვის, რომლებიც არანაკლებად ელოდებიან გადაწყვეტილებას. არ იქნება სწორი რომ ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ და არ მესმის რატომ არის მხოლოდ მამალაძეზე ასეთი აქცენტი და მხოლოდ მასზე საუბარი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო