სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჯერ არ არის დრო, როდესაც საქართველოში რუსული კულტურის და ენის ცენტრი უნდა გაიხსნას

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჯერ არ არის დრო, როდესაც საქართველოში რუსული კულტურის და ენის ცენტრი უნდა გაიხსნას. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რუსეთი ხშირად ინებებს საკუთარი ინტერესებისთვის მსგავს ცენტრებს და ამის მაგალითებიც ვიცით.

"ის უნდა ვთქვათ პირველ რიგში, რომ საქართველო ყოველთვის იყო კულტურულიად უაღრესად ღია ქვეყანა, და შემწყნარებელი, თუნდაც თავის ყველაზე მძიმე პერიოდში სხვადასხვა შემოტევების დროს. ასე, რომ ეს არის ის ქართული ტრადიცია, რომელიც არსებობს და რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. არის ისტორიული მომენტები, დრო, როცა უნდა იყოს ასეთი შემწყნარებლობა და ასეთი ცენტრების გახსნა და იმედი მაქვს, ასეთი დრო მალე მოვა. მაგრამ ჯერ არის ოკუპაცია, ჯერ არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი და მე მგონი, ყველაფერს აქვს თავისი დრო",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა