კონკურენციის სააგენტოს ახალი თავმჯდომარე აცხადებს, რომ სააგენტო ისევ სწავლობს, რატომ გაძვირდა ერთი წლის წინ პური

კონკურენციის სააგენტოს ახალი თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ სააგენტო ისევ სწავლობს, რატომ გაძვირდა ერთი წლის წინ პური. ლექვინაძის თქმით, პურის ბაზრის მონიტორინგის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რა ეტაპზეა და სავარაუდოდ როდის დასრულდება პურის ბაზრის მონიტორინგის პროცესი, ლექვინაძე აცხადებს, რომ მონიტორინგის პროცესს შეზღუდული ვადები არ აქვს.

„არსებობა ორი ძირითადი ფორმა, რომლის ფარგლებშიც კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილებას ახორციელებს. ესაა მონიტორინგის პროცესი, რომელიც ვადებში შეზღუდული არაა და ამის შემდგომი ეტაპია უკვე მოკვლევა, რომელსაც თავისი ვადები გააჩნია.

სამწუხაროდ, მონიტორინგის პროცესში კომპანიებს არ აქვთ ინფორმაციის აუცილებლად წარმოდგენის ვალდებულება. სწორედ ამიტომ, მონიტორინგი შედარებით ხანგრძლივი პროცესია. იგივე ხდება პურთან, ნავთობთან და ფარმაციის ბაზართან დაკავშირებით, ამიტომ მოკვლევის დაწყება მონიტორინგის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი“, - აცხადებს ლექვინაძე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა. იმავე დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა, რამდენადაც კეთდებოდა შეფასებები, რომ შესაძლოა, ფასის მატება არაჯანსაღი კონკურენციით ყოფილიყო გამოწვეული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს