ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას „უსაფუძვლო ბრალდებებს“ უწოდებს

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსაფუძვლო ბრალდებებსა და დისკრიმინაციულ გამონათქვამებს“ უწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ ფარმ ინდუსტრიის წამყვან სუბიექტებს, რომლებიც ბოლო 20 წელზე მეტია ზრუნავენ ამ დარგის განვითარებასა და აღორძინებაზე, წარმოადგენენ ქვეყანაში უმსხვილეს დამსაქმებელს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან რგოლს.

„ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ასოციაცია და მასში გაერთიანებული კომპანიები მკაცრად ემიჯნებიან პოლიტიკურ განხილვებსა და დებატებში მათი გამოწვევის მცდელობებს. გვსურს დავაფიქსიროთ, რომ დარგის თითოეული წარმომადგენელი, ქვეყანაში ფარმაცევტული საქმიანობის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად, წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობს და მიუხედავად ქვეყნისთვის ურთულესი გამოწვევებისა ინარჩუნებს ამ სტანდარტს. ჩვენთვის, როგორც საქართველოს რიგითი მცხოვრებლისთვის, კარგადაა ცნობილი ყველა იმ პრობლემის შესახებ რაც აწუხებს ჩვენს მოსახლებას და საქმიანობიდან გამომდინარე, სწორედ ჩვენი დარგის წარმომადგენლებს აქვთ ყოველდღიური შეხება მოსახლეობის უმეტეს ნაწილთან და ვინ ,თუ არა ჩვენ, ვიაზრებთ მათ მდგომარეობას. ფარმაცევტული კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, ხოლო ასოციაცია, თავისი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან. კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვისთანავე ასოციაციის წევრმა კომპანიებმა, მოთხოვნიდან უმოკლეს ვადაში, უზრუნველყვეს კონკურენციის სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება. არაერთი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა განმარტებები და დაზუსტდა ინფორმაციები. ასევე, ასოციაცია აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს დიდ ოთხეულში შემავალ კომპანიებთან, როგორებიცაა PwC, EY, Deloitte , საქართველოს ბაზრის კვლევისა და კვალიფიციური დასკვნის მომზადების მიზნით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო