ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გადაამოწმა ინფორმაცია და არც სახელმწიფო დონეზე და არც კერძო კომპანიის მიერ საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება

საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისი თქმით, პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე კარასინის მხრიდან გაკეთდა კომენტარი, რომ საქართველოში იგეგმებოდა მსგავსი ცენტრის გახსნა, რაზეც აბაშიძის განცხადებით, მან უპასუხა, რომ თბილისში დაბრუნებისას ინფორმაციას გაეცნობოდა.

მისივე განცხადებით, ინფორმაცია გადაამოწმა და არც სახელმწიფო დონეზე და არც კერძო კომპანიის მიერ საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა არ იგეგმება.

"თბილისში, სასტუმრო "რუმსში" უმთავრესად "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევით ჩატარდა კონფერენცია, თემაზე "რუსული კულტურის ცენტრი - ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში". გამართულა დისკუსია იმაზე, როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 29 ნოემბერს, პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას, ალბათ, სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას პრაღიდან დაბრუნების შემდეგ მე უკვე მქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვისაუბრეთ პრაღაში. კერძოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარები და აღვნიშნე, რომ ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას ამგვარი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით რაიმე შეხება არ აქვს, არც ჰქონია, ეს საკითხი სახელისუფლებო დონეზე არსად განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ კუთხით განვითარებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შექმნის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ", - განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, ნოემბერში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის გახსნა ინციდენტის გარეშე ჩაივლის.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა