ომბუდსმენი - იქიდან გამომდინარე, რომ ცხინვალის იზოლატორში წამების შესახებ ფაქტები არსებობს, გვაქვს მომეტებული შიშები, როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები ცხინვალის იზოლატორში არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ, გვაქვს მომეტებული შიშები იმასთან დაკავიშირებით, როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულის ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ყველა ფორმალური თუ არაფორმალური გზით ცდილობს როგორც ინფორმაციის მოპოვებას, ასევე პატიმრობაში მყოფი ექიმის დახმარებას.

„სახალხო დამცველი პირველივე დღიდან არის ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ყველა ფორმალური თუ არაფორმალური გზებით ვცდილობთ როგორც ინფორმაციის მოპოვებას, ასევე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დახმარებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება მისი გათავისუფლება.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და ინფორმაციები არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ ცხინვალის იზოლატორში და ასევე გვქონდა ტრაგიკული შემთხვევა ტატუნაშვილის დაღუპვის, რა თქმა უნდა, გვაქვს მომეტებული შიშები იმასთან დაკავიშირებით, როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა”,- განაცხადა ლომჯარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო