ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, სესიაზე მოსამართლეების სიის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადონ

ჩემი ინიციატივაა, სესიაზე ბოიკოტი გამოვუცხადოთ მოსამართლეების სიის კენჭისყრას. ამ ვერსიას ჩვენ განვიხილავთ ჩვენი ფრაქციის სხდომაზე და სავარაუდოდ, ბოიკოტს გამოვაცხადებთ ერთიანად,- ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან კოლეგა დეპუტატებს ასევე, ბოიკოტისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნება" დავტოვოთ თავისი „კლანის“ მოსამართლეებთან, რომელიც გადმოიბარეს ადეიშვილ-სააკაშვილისგან. გამოვუცხადოთ ბოიკოტი, დარჩნენ ისინი მარტო ამ „კლანის“ მოსამართლეებთან. ვთვლი, რომ სასესიო დარბაზში ყოფნა მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ ე.წ. დემოკრატიულ ფასადურ პროცესს ლეგიტიმაციას აძლევს,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა