ანდრიუს კუბილიუსი - შეშფოთებული ვართ, რომ ბევრ ადამიანს საქართველოში პოლიტიკური აქტივობის გამო აკავებენ ან დაკავებით ემუქრებიან

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი, ანდრიუს კუბილიუსი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში „პოლიტიკური აქტივობის გამო“ დაკავებების გამო.

მისი თქმით, ადამიანები, პოლიტიკური აქტივობების გამო ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ბევრ ადამიანს საქართველოში პოლიტიკური აქტივობის გამო აკავებენ ან დაკავებით ემუქრებიან. ჩემი რჩევა იქნება, რომ გამოსავლის მოძიება დიალოგის გზით მოხდეს. ადამიანები, პოლიტიკური აქტივობის გამო, ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ“,-განაცხადა კუბილიუსმა.

შეგახსენებთ, თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესია - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მიმდინარეობს, რომელიც 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა