ივანე მაჭავარიანი - ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

„ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ნარჩუნდება მშპ-ს 2,5-2,7 პროცენტის ფარგლებში.

ივანე მაჭავარიანის განაცხადებით, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა ეფუძნება ფისკალური წესების განახლებულ ჩარჩოს, რომელიც მომზადდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად.

„2019 წელს, განახლებული წესების მიხედვით, უცვლელი დარჩა, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მთავრობის ვალის 60%-იანი და ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იანი ზღვარი. ამ პარამეტრების ფარგლებში, მთლიანად მოექცა როგორც ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ოპერაციები, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო დეფიციტები და ვალდებულებები. ასევე, მთავრობის ვალის განსაზღვრაში მოექცა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში არსებული ვალდებულებებიც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საწარმოების კლასიფიკაციაზე, რომლის შემდგომაც საწარმოები დაიყოფა 2 კატეგორიად: სახელმწიფო კორპორაციებად, ანუ კომერციულად მომგებიან საწარმოებად, რომლებიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ არის დაკაშირებული ბიუჯეტთან და სამთავრობო საწარმოებად, რომელთა ფუნქციონირება გარკვეულწილად დაკავშირებულია ცენტრალურ ან მუნიციპალურ ბიუჯეტებთან.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი საწარმოების საბიუჯეტო ოპერაციები შემდგომში აისახება როგორც მთავრობის ვალის, ისე ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრებში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია