ივანე მაჭავარიანი - ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა

ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს კაპიტალური დანახარჯებისთვის, აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს პროექტების სწორ შერჩევაზე, აღნიშნული პროექტის სოციალური, ეკონომიკური ეფექტის მიღებასა და განხორციელების მონიტორინგზე.

ფინანსთა მინისტრის თქმით, შემუშავებულია სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგია და გზამკვლევი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი პროექტის შერჩევის, მისი ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის ეტაპები.

„2020 წლის ბიუჯეტს პირველად დაერთო აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად მომზადებული 14 პროექტის ანალიზი. მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, ჩვენ წლის ბოლომდე განვაახლებთ აღნიშნულ მეთოდოლოგიას და 2021 წლის ბიუჯეტთან ერთად მსხვილი პროექტების 50% პროცენტზე მეტის ანალიზს მოვამზადებთ განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საბიუჯეტო პოლიტიკის ფარგლებში, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში, განსაკუთრებული წვლილი აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს, რისთვისაც ივანე მაჭავარიანმა მათ მადლობა გადაუხადა.

„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, ვინაიდან მათი პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა