გიგი უგულავა - რამდენმა ადამიანმა და უწყებამ უნდა თქვას, რომ „ჩაინიკები“ არიან, რომ ბოლი გამოუშვან? - ასე დგას საკითხი

რამდენმა ადამიანმა და უწყებამ უნდა თქვას რომ კონსტიტუციურია, ანუ რამდენმა ადამიანმა და უწყებამ უნდა თქვას, რომ „ჩაინიკები“ არიან, რომ ბოლი გამოუშვან? - ასე დგას საკითხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა განუცხადა.

მისივე თქმით, მოტყუებას სჯობს, დააბრუნონ პროპორციული არჩევნები.

"მას შემდეგ რაც ჩვენ გამოსავალი შევთავაზეთ და კანონპროექტი წარვუდგინეთ, ამ მოლაპარაკებებზე ჩვენ მოვისმინეთ ლანძღვა -გინება, გაფშეკილი ფეხები, ათასი საზიზღარი სიტყვები. საპირწონედ ჩვენ ვხედავთ ყველა პატივსაცემი კონსტიტუციონალისტის დასკვნას, რომ ეს შეესაბამება კონსტიტუციას და საბოლოო ჯამში, მივიღეთ დასკვნა მათივე იურიდიული დეპარამენტისგან - მიზანშეწონილად მიიჩნევს, რაც ნიშნავს რომ მას არ აქვს კონსტიტუციასთან პრობლემა. დაველოდებით ჩვენ ეუთოს/ ოდირის დასკვნას, შევაგროვებთ ბევრ დასკვნებს და გადავცემთ მათ, იმისთვის რომ ისინი არიან უბრალოდ მატყუარები. თან ეშინიათ იმის აღიარება, რომ მოგვატყუეს და მოატყუეს ხალხი, ახლა კი ნაცარს აყრიან თავლში. არანაირი პრობლემა არც კონსტიტუციასთან ამ კანონოროექტს არ აქვს, ამიტომ მოტყუებას სჯობს დააბრუნოთ პროპორციული არჩევნები და ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებში დავაბრუნოთ," - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს