დავით უსუფაშვილი - პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი არ არის საკონსტიტუციო სასამართლო და ის არ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ვერ აღმოაჩინეს პრობლემა ჩვენს პროექტში

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი არ არის საკონსტიტუციო სასამართლო და ის არ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ვერ აღმოაჩინეს პრობლემა, რომლის გამოც ბიუროს ურჩევდნენ, რომ არ განეხილათ, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის მიერ შეტანილი კანონპროექტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ დარეგისტრირების შესახებ განაცხადა.

უსუფაშვილის განმარტებით, კანონპროექტი ერთი კვირის წინ შევიდა პარლამენტში და დღეს გადაეცა ბიუროს შემდგომი პროცედურებისთვის.

„საპარლამენტო პრაქტიკით კანონპროექტს წინდაწინ იხილავს იურიდიული დეპარტამენტი ასევე საბიუჯეტო დეპარტამენტი და თუ მათ აქვთ რამე იმ ტიპის გადაულახავი პრობლემების განცდა, ამას ბიუროს მოახსენებენ, რომ არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად იმიტომ, რომ ის რაღაცას ეწინააღმდეგება. ამჯერად დასკვნა არის დადებითი, რომ შეიძლება მისი განხილვა. პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი არ არის საკონსტიტუციო სასამართლო და ის არ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ვერ აღმოაჩინეს პრობლემა, რომლის გამოც ბიუროს ურჩევდნენ, რომ ნუ განიხილავთ იმიტომ, რომ ფორმალურად ეს შეუძლებელია. ეს პროექტი მთლიანად არის შესული, რომელსაც გერმანულ პრინციპზე დაფუძნებული ქართული მოდელი ჰქვია. ამ მოდელში არის გერმანულად განაწილების ინიციატივა პროპორციული თვალსაზრისით და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები 73 მაჟორიტართან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც მან განმარტა, არ არის საუბარი არანაირ ახალ წინადადებაზე, არამედ არის საუბარი ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტში ორ ნაწილზე.

„მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების თაობაზე ყველაფერი ამ დოკუმენტში წერია. ეს პარლამენტს გაგზავნილი აქვს ორი კვირით ადრე და ერთი კვირით ადრე შევიდა ოფიციალური სახით. ასე რომ, უმრავლესობამ ეს ყველაფერი იცის და სჭირდება დრო, რომ ამ კომპონენტზე თავისი პოზიცია ჩამოაყალიბონ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს