სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 დეკემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი, გლდანი ენერგომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან “ აცნობეს, 13:55-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტების ნაწილს დაბა ზაჰესისა და მუხათგვერდის ტერიტორიაზე.

14:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ქვემო არტანი, ჭურჭელაურები, მამადაანები, კვერნაულა, ჭიაურა, ქუშხევი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მაღაროსკარი, ბარისახო, ჩარგალი, ქალილო, თხილიანა, გველეთი, ჩხუბა, ბაცალიგო და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებს თვალივი, შარახევი, ნეძიხი, ლაუშა, კუჭეჭა, გუდრუხი, ქვემო ხორხი, მაღაროსკარი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა