რიმა ბერაძე საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ დირექტორთან ერთად ჩუღურეთში მცხოვრებ 10 წლის კესარიას ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ტრადიციული კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პატარები დეპუტატს საახალწლო სურვილებს უგზავნიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ცნობით, წელს პირველი წერილი რიმა ბერაძემ 10 წლის კესარიასგან მიიღო, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დეპუტატის შუამდგომლობით და საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, მას საზღვარგარეთ მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.

საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე, საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ დირექტორთან ნანა გოთუასთან ერთად, კესარიას დღეს ესტუმრა, დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

“სხვა ბავშვებთან ერთად, საახალწლო სურვილები ჩემს წარმომადგენლობაში პატარა კესარიამაც გამოაგზავნა. დღეს, საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ დირექტორთან ნანა გოთუასთან ერთად, კესარიას ვესტუმრეთ და დაბადების დღე მივულოცეთ. დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ნანას თანადგომისთვის,ხოლო პატარა კესოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა